„შტურმმა“ ევროპა ლიგა ყაიმით დაიწყო – მხოლოდ მამაგეიშვილმა ითამაშა

0
1

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი თამაშობენ, კონფერენს ლიგის ფაზის პირველ ტურში ფრანგული „რენი“ მიიღ და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მამაგეიშვილი იყო, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. კიტეიშვილს კუნთის მცირე დისკომფორტი ჰქონდა და ამიტომ არ უთამაშია. მამაგეიშვილი აქტიური იყო და მწვრთნელმა ნამდვილად ნაადრევად შეცვალა. მან კარიერაში ევროპა ლიგის ფაზაზე პირველად ითამაშა. „შტურმი“ ევროპა ლიგის ფაზის მეორე ტურში 15 ოქტომბერს სტუმრად „ბორნმუთს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი