კვარაცხელია ზედიზედ მეორედ საფრანგეთის სუპერთასს ვერ შეწვდა

0
2

პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა საფრანგეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში „ლანსთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ის ტრადიციულად მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა და მატჩის დასაწყისში გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოში მყოფმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.
მატჩში ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ტოვენმა გაიტანა. 39-ე წუთზე „ლანსს“ უხეშობისთვის მცველი კილიან ანტონიო გაუძევეს. 87-ე წუთზე ასევე უხეშობისთვის წითელი ბარათი პარიზელთა მარცხენა მცველმა ნუნუ მენდეშმა მიიღო.
ხვიჩა პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი