მარკინიოსი: „იმედია, კვარა კიდევ ერთ წარმატებულ სეზონში ჩაატარებს“

0
1

პსჟ-ს კაპიტან მარკინიოსს ეიმედება, რომ ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულ კლუბში კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს გაატარებს. ბრაზილიელმა მცველმა ამის შესახებ უეფას ევროპის სუპერთასზე დღეს ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ გასამართ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მის წინააღმდეგ ვარჯიშზე თავის დაცვა მომიწია და ეს ძალიან რთული იყო. ის ჩემზე უკეთეს სათამაშო ფორმაშია. იმედია, კვარა კიდევ ერთ წარმატებულ სეზონში ჩაატარებს – ისეთს როგორიც გასული იყო. ეს პსჟ-სთვის კარგი იქნება“ – იუწყება მარკინიოსის ნათქვამს ფრანგული გამოცემა „ეკიპი“.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში „ასტონ ვილას“ შეხვდება. თამაში საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი