ტაბიძე „ქაისერისფორში“ ითამაშებს

0
2

ლუკა ტაბიძე კარიერას თურქეთის რანგით მეორე ლიგის „ქაისერისფორში“ განაგრძობს. ამის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
30 წლის მცველი 2024-2026 წლებში რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მახაჩყალის „დინამოში“ გამოდიოდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „საბურთალოში“, ბელგიის „გენტში“, ეკატერინბურგის „ურალში“, „უფაში“, „კორტრაიკში“, თბილისის „დინამოში“  და საბერძნეთის „პანეტოლიკოსში“ გამოდიოდა.
ტაბიძე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი