მაურიციო პოჩეტინომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შეინარჩუნა. 54 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა, რის შესახებ აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
არგენტინის ეროვნული გუნდის ყოფილი მცველი ამერიკელებს სათავეში 2024 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გავიდა, სადაც ბელგიასთან 1:4 დამარცხდა.
აშშ-მე პოჩეტინო საკლუბო დონეზე „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“, პსჟ-ს და „ჩელსის“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





