ედი ჰაუ „ნიუკასლიდან“ წავიდა

0
1

ედი ჰაუმ „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„კაჭკაშების“ ხელმძღვანელებმა და 48 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ჰაუ 2021 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა „ნიუკასლს“, რომელსაც  2025 წელს ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა. მანამდე, ის „ბორნმუთის“ და „ბარნლის“ მთავარი მწვრთნელი იყო.
ლაშა თაბაგარი