ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ სასტარტო შემადგენლობაში ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში მეორე მატჩი ჩაატარა. კიოლნელებმა შინ ბერლინის „ჰერტასთან“ ისპარინგეს და გუნდებმა ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო შესვენების შემდეგ „კიოლნის“ თავკაცმა მთელი შემადგენლობა შეცვალა.
ლოჩოშვილის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პირველ ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კიოლნმა“ 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა და მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლუკას დებიუტი „კიოლნში“ 23 ივლისს მე-4 ლიგის „ბერგიშ გლადბახთან“ 8:0 მოგებულ მატჩში შედგა, რომელშიც მეორე ტაიმი ჩაატარა და 52-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:0 იყო, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





