„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანული გუნდი სტუმრად ესტონეთის „პაიდესთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო შინ ფრე ითამაშა. სუმგაითში ჩატარებულ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ფორვარდი ვოლკოვი იყო, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო პაპუნაშვილი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებიდან ანგარიში მე-5 წუთზე აიდინმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი საპასუხო ბურთი დანიელ კაბრალმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





