ლუკა პარკაძე „რუსთავში“ ითამაშებს

0
1

ლუკა პარკაძე კარიერას „რუსთავში“ განაგრძობს, რის შესახებ რუსთაველთა პრესსამსახური იუწყება.
პარკაძე 2023 წელს თბილისის „დინამოდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, რომელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გერმანულმა გრანდმა ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი 2023-2024 წლების სეზონში ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „ადმირაში“ გაანათხოვრა. 2024-2025 წლების სეზონში პარკაძე გერმანიის რეგიონალიგის „ალტგლიენიკეში“ თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში ავსტრიის „აუსტრია ზალცბურგში“ გამოდიოდა.
21 წლის პარკაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი