მექვაბიშვილის „უნივერსიტატია“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

0
2

კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, უეფას ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრია რუმინელებმა სტუმრად სოფიის „ლევსკისთან“ 0:1 წააგეს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. ბულგარელები მე-13 წუთზე ევრტონ ბაიამ დააწინაურა, ხოლო მე-16 წუთზე ნევეშმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე კრაიოველებიდან ერთი ბურთი ბანკუმ გაქვითა. 48-ე წუთზე რუსმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში „უნივერსიტატიამ“ თამაში ვერ გადაარჩინა.
მექვაბიშვილის გუნდი ასპარეზობას  ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობს, სადაც ფინეთის კუპს-ს დაუპირისპირდება. პირველი თამაში ფინეთში 6 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო რუმინეთში – 13 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი