მაისურაძემ კონფერენს ლიგაში გამოსვლა დაასრულა

0
2

ჟიტომირის „პოლესიემ“, რომელშიც გიორგი მაისურაძე გამოდის, უეფას კონფერენს ლიგაში გამოსვლა დაამთავრა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში უკრაინულმა გუნდმა თავის მოედანზე დანიის „კოპენჰაგენთან“ შეხვედრა 3:3 დაასრულა, ხოლო სტუმრად 1:2 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი დანიაში ჩატარებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
„კოპენჰაგენი“ 27 წუთზე ელიონუსიმ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 46-ე წუთზე მასპინძლებს უხეშობისთვის ფეხბურთელი გაუძევეს და მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. 61-ე წუთზე სტუმართა კარი რობერტმა აიღო. უკრაინელებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიდაჩუკმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი