ნიკოლოზ ჩიქოვანმა ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „უოტფორდის“ შემადგენლობაში ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში მეორედ ითამაშა. „უოტფორდი“ თავის მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინას“ ესპარინგა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 19 წლის ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს როსტოკის „ჰანზასთან“ 3:0 მოგებულ ამხანაგურ თამაშში ჩიქოვანმა ინგლისური გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





