დვალმა კონფერენს ლიგაში ხორხელს მოუგო

0
0

სოფიის „ცსკა 1948“, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე ითამაშებს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბულგარელები ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკს“ უგოლოდ გაეყარნენ და გოლი ამ გუნდების არც საპასუხო დაპირისპირებაში გავიდა.
პენალტების სერია სოფიელებმა უკეთესად შეასრულეს და 5:3 გაიმარჯვეს. ბულგარეთში ჩატარებული შეხვედრის მსგავსად საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დვალმა კაპიტნის სამკლავურით შეუცვლელად ითამაშა და პირველი პენალტი ზუსტად შეასრულა. სასტარტოში მყოფმა შემტევმა ნახევარმცველმა ხორხელმა 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 106-ე წუთზე კი შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი