გრაცის „შტურმი“, რომლის შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ეტაპზე გავიდა. გრაცელებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ავსტრიაში „ჰართსს“ 4:0 აჯობეს, ხოლო სტუმრად ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში მასპინძლებს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან შოტლანდიაში მხოლოდ მამაგეიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. კიტეიშვილი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, „შტურმი“ 64-ე წუთზე სეიდიმ დააწინაურა, ხოლო 68-ე წუთზე „ჰართსის“ კარი სოგლომ აიღო.
ლაშა თაბაგარი





