ოდიშარიას მეხუთე საგოლე პასი

0
3

ლაშა ოდიშარიამ „რიგასის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ლატვიის უმაღლეს ლიგაში თავის ანგარიშზე მე-5 საგოლე პასი ჩაიწერა. 23-ე ტურში რიგელები სტუმრად „იელგავას“ შეხვდნენ და 1:0 დამარცხეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ის 39-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში ზუსტი გადაცემა სილას გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა. 23 წლის ოდიშარიამ ამ სეზონში ლატვიის პირველობაზე 11-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი