თბილისის „დინამომ“ ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ლიეს ური დაიმატა, რომელთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
30 წლის ფეხბურთელი 2023-2026 წლებში კრაიოვას „უნივერსიტატიაში“ გამოდიოდა, სადაც ანზორ მექვაბიშვილის თანაგუნდელი იყო და ყველა ტურნირში ჩატარებულ 92 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
მანამდე, ის საფრანგეთის „ვალანსიენსში“ და „ბასტიაში“, ნიდერლანდების „როდაში“, რუმინეთის „ვიტორულში“ და უნგრეთის „ფეჰერვარში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





