ბელგია მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
3

რუდი გარსია ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ბელგიის საფეხბურთო ასოციაცია იუწყება.
62 წლის ფრანგ სპეციალისტს კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა და ბელგიელებმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
გარსია ბელგიის ეროვნულ გუნდს სათავეში 2025 წლის იანვარში ჩაუდგა და დომენიკო ტედესკო შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.
ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით თავკაცობის მთავარ კანდიდატად მარკ ვან ბომელი განიხილება. ნიდერლანდების ნაკრების ექსნახევარმცველი კარიერის დასრულების შემდეგ, პსვ-ს, გერმანიის „ვოლფსბურგს“ და ბელგიის „ანტვერპენს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი