„დუნაისკა სტრედამ“ ამხანაგურ მატჩში ინგლისის პრემიერლიგაში წელს დაბრუნებული „ბოლტონი“ ქართველების გოლების წყალობით დაამარცხა.
სლოვაკეთსში გამართული მატჩის მე-18 წუთზე ფორვარდმა გიორგი გაგუამ ინგლისელთა ნახევარზე მცველს ბურთი აართვა და საჯარიმოში შესულმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
37-ე წუთზე გაგუამ მოედნის ცენტრიდან თავისი გუნდის შეტევა დაიწყო, რომელის საბოლოოდ მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ საჯარიმო ხაზიდან შორეულ კუთხეში შედეგიანი დარტყმით დაასრულა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა.
24 წლის გაგუა „დუნაისკა სტრედას“ გასულ სეზონში შეუერთდა და სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 2 გოლთან ერთად, 3 საგოლე პასი მიითვალა. მან სლოვაკეთის თასზე 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
24 წლის კაპანაძე „დუნაისლა სტრედაში“ 2025 წლის იანვარში ჩაირიცხა, ხოლო განვლილ სეზონში ჩემპიონატში 28-ჯერ იასპარეზა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





