შულაია „ტორპედოში“ დაბრუნდა

0
7

აკაკი შულაია ისევ ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„კაკი შულაია „ტორპედოში“ დაბრუნდა. 29 წლის შემტევი ჩვენი კლუბის ღირსებას 2022-2023 წლებში იცავდა. ამ პერიოდში მან „ტორპედოს“ მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც კარიერა უცხოეთში გააგრძელა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1,5+1 სისტემით გაფორმდა“.
შულაია კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ გარდა, მარტვილის „მერანში“, „ცხინვალში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „დინამოში“, „საბურთალოში“, უზბეკეთის „ყიზილყუმში“ და „ლოკომოტივში“, ასევე ყირგიზეთის „აზიაში“ გამოდიოდა.
მან „დინამოსთან“ ერთად 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო „საბურთალოს“ და „ტორპედოს“ რიგებში თითოჯერ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი