ფილ ნევილი „პორტლენდიდან“ გაუშვეს

0
2

ფილ ნევილი „პორტლენდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს, რის შესახებ MLS-ში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსმცველი „პორტლენდს“ 2024 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა MLS-შ ჩატარებული 95 მატჩიდან 34 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 37 წააგო. ამჟამად, „პორტლენდი“ 14 მატჩში მოპოვებული 14 ქულით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
„პორტლენდამდე“ ნევილი ინგლისის ქალთა ნაკრებს და „ინტერ მაიამის“ თავკაცობდა, ასევე ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ვალენსიას“ და კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.
ლაშა თაბაგარი