21-წლამდელები აშშ-სთან და მოლდოვასთან ისპარინგებენ

0
1

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელა ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება.
რამაზ სვანაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ახალგაზრდულში პირველად მიიწვიეს: რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი რობაქიძე, გიორგი კოხრეიძე და დანიელ ქვარცხავა.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები:აპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი აუსტრია, ავსტრია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია ( მეშახტე, ტყიბული).
5 ივნისი | აშშ V საქართველო
9 ივნისი | მოლდოვა V საქართველო

ლაშა თაბაგარი