ევროპის ჩემპიონის შემადგენლობა მუნდიალისთვის

0
1

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გასამართ ტურნირზე შემდეგი ფეხბურთელებით გაემგზავრება:
მეკარეები: დავიდ რაია („არსენალი“, ინგლისი), ჟოან გარსია („ბარსელონა“), უნაი სიმონი („ატლეტიკი“),
მცველები: ალეხანდრო გრიმალდო (“ბაიერი”, გერმანია), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), მარკოს ლორენტე („ატლეტიკო“), ერიკ გარსია („ბარსელონა“), პედრო პორო („ტოტენჰემი“, ინგლისი), აემერიკ ლაპორტი („ატლეტიკი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“, ინგლისი), მარკ პუბილი („ატლეტიკო“).
ნახევარმცველები: პედრი („ბარსელონა“), როდრი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ალექს ბაენა („ატლეტიკო“), მარტინ სუბიმენდი („არსენალი“, ინგლისი), ფაბიან რუისი (პსჟ, საფრანგეთი), გავი („ბარსელონა“), მიკელ მერინო („არსენალი“, ინგლისი),
თავდამსხმელები: ლამინ იამალი („ბარსელონა“), ფერან ტორესი („ბარსელონა“), ვიქტორ მუნიოსი („ოსასუნა“), ნიკო უილიამსი („ატლეტიკი“), იერემი პინო („კრისტალ პალასი“, ინგლისი), მიკელ ოიარსაბალი („რეალ სოსიედადი“), დანი ოლმო („ბარსელონა“), ბორხა იგლესიასი („სელტა“).
ესპანელები H ჯგუფში კაბო ვერდეს, საუდის არაბეთსა და ურუგვაის შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი