„დილას“ კაპიტნის მდგომარეობა დასტაბილურდა

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირების 30-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლის დროს „დინამოს“ ფორვარდი ირაკლი სირაძე და მასპინძლების კაპიტანი რომარიკ ეტოუ შეეჯახნენ, რის შემდეგ კონგოელმა მცველმა გონი დაკარგა. ეტოუ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ხოლო შემდეგ სასწრაფო დახმარების ავტომანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ეტოუს ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე „დილამ“ განცხადბე გააკეთა:
„გვსურს გაცნობოთ, რომ გუშინდელ მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც ჩვენი გუნდის კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ მძიმე დაზიანება მიიღო, საბედნიეროდ ადგილზე მოხდა დროული და ეფექტური რეაგირება, რის შედეგადაც ფეხბურთელის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ მომენტისთვის ფეხბურთელი კლინიკაშია მოთავსებული სადაც სახის არეში მიღებული მრავლობითი მოტეხილობების გამო საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რომარიკს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობს ყველა საჭირო კვლევა შემდგომი რეაბილიტაციის პროცედურისთვის“.
ლაშა თაბაგარი