რამაზ სვანაძე: „მოსაგები თამაში გვქონდა, რომელიც ლოგიკურად დასრულდა. თამაშის შინაარსში თუ შევალთ, იყო მომენტები, როდესაც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ასევე გქვონდა მომენტები და არცთუ ცოტა, როცა საკუთარ თავს არ ვგავდით. რეალურად ესააა პასუხი კითხვაზე თუ რატომ ვართ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ჯგუფში მესამე პოზიციის დასაკავებლად ვიბრძვით.
ეს დღევანდელი რეალობაა, რომელიც ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ფაქტორი შემადგენლობის არასტაბილურობა და საერთაშორისო გამოცდილების არქონაა, რომელსაც ლიდერების ხშირი ტრავმები ემატება.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პრობლემები გვაქვს და ამ მხრივ ბევრს ვმუშაობთ.
თუნდაც თამაშებში, რომლებშიც ქულები დავკარგეთ გუნდს ტაქტიკურად პრობლემა არ ჰქონია. ბევრი ანალიზი გავაკეთეთ და კარგად ვიცი რასაც ვამბობ. ტაქტიკურად თამაში არ დაგვითმია, მაგრამ მენტალობასთან დაკავშირებით პრობლემა იყო. მალტასთან თამაშის დასაწყისიც რომ ავიღოთ, ყოველთვის მძიმედ ვიწყებთ. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. თუ ეს თაობა მენტალურ ბარიერს გადალახავს და ამას სრული მზადყოფნა დაემატება, შედეგი გაცილებით უკეთესი გვექნება.





