„სევილიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
10

„სევილიას“ მთავარ მწვრთნელად ლუის გარსია დანიშნეს. 53 წლის ესპანელმა სპეციალისტმა არგენტინელი მატიას ალმეიდა შეცვალა, რომელიც ორშაბათს დაითხოვეს.
ლუის გარსია ბოლოს „ალავესს“ წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის დეკემბრამდე ჩატარებული 108 მატჩიდან 44 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა და 36 წააგო. ის კარიერის განმავლობაში ასევე „მალიორკას“. „ვილიარეალს“, „ხეტაფეს“, „ლევანტეს“. „ელჩეს“, საუდის არაბეთის „ალ-შაბაბს“ და არაბთა გაერთიანებული საამიროების „ბანი იასს“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი