გიორგი მოისწრაფიშვილი: “ჩემთვის საოცარი გრძნობა იყო”

0
1

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფის მატჩებისთვის თბილისში განაგრძობს მზადებას. 10 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
გიორგი ქოჩორაშვილი უნგრეთთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, ხოლო ბოლო ტურის მატჩისთვის ფეხბურთელი მსუბუქი ტრავმის გამო ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. საბა გოგლიჩიძეს და გიორგი მიქაუტაძეს არ უვარჯიშიათ. საბა საზონოვი და ნიკა გაგნიძე ნაკრების საწვრთნელ პროცესში ხვალიდან ჩაერთვებიან.
უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის სამი დებიუტანტი ემზადება. გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი მაისურაძემ და ნოდარ ყალიჩავამ ტრადიციული სიმბოლური სანაკრებო საჩუქრები ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტისგან ალექსანდრე იაშვილისგან მიიღეს.
გიორგი მოისწრაფიშვილი: “მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს და სამწვრთნელო შტაბს ნდობის გამოცხადებისთვის. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც საოცარი გრძნობა იყო, როდესაც მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული.
ჩემი თამაშითდა შრომით მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო. რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო).
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თამაში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას შეხვდება. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა
ლაშა თაბაგარი