კრაიოვას „უნივერსიტატიასთვის“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, საჩემპიონო ჯგუფის პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. კრაიოველებმა „აგრეში“ მიიღეს და 0:1 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თამაში ყვითელი ბარათების ლიმიტის გადამეტების მიზეზით გამოტოვა.
„უნივერსიტატიას“ 30 ქულა აქვს და 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში პირველ ადგილზეა – 2 ქულით ასწრებს მეორე ადგილოსან „აგრეშს“ და მესამეადგილოსან ბუქარესტის „რაპიდს“, რომელსაც ჯერ თამაში არ ჩაუტარებია.
ლაშა თაბაგარი





