ავსტრიაში ბაგრატიონის დებიუტი შედგა

0
14

მუხრან ბაგრატიონმა, რომელიც „გრაცერს“ მიმდინარე წლის ზამთარში შეურთდა, ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. 22-ე ტურში „გრაცერი“ სტუმრად „ტიროლთან“ 0:2 დამარცხდა, ხოლო ქართველი მარცხენა მცველი მოედანზე შეცვლაზე 45-ე წუთზე ლიხტენბერგის ნაცვლად შევიდა.
22 წლის ბაგრატიონმა გასული წელი თბილისის „დინამოში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9-ჯერ ითამაშა.ის 2023 წელს ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, ხოლო 2024-ში – „თელავში“.
„გრაცერი“ 20 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი