17-წლამდელებმა მაკედონიელებს მეორე სპარინგში აჯობეს

0
8

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სანდრო კობახიძის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ მაკედონიელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
თბილისში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის ტექნიკურ ცენტრში გამართული დაპირისპირება ჩვენმა გუნდმა 2:1 მოიგო.
მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში გიორგი ჯამარაულის გადაცემის მერე დავით ცქვიტაიამ გახსნა. 66-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა ორამდე რეზი გაზდელიანმა გაზარდა. 68-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე ანზორ ცირამუას ავტოგოლის შემდეგ შემცირდა.
ცნობისთვის, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიელებთან პირველი ამხანაგური თამაში 0:0 დაასრულა.
ლაშა თაბაგარი