თორნიკე მორჩილაძისთვის, რომელიც ხორვატულ „რიეკას“ იანვარში შეუერთდა, კონფერენს ლიგაში დებიუტი ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფის პირველ თამაშში „რიეკა“ სტუმრად კვიპროსის „ომონიას“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი ადუ ადიეიმ გაიტანა.
მორჩილაძე თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო და ხუთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. ის 89-ე წუთზე მეორედ გააფრთხილეს და მოედანი ნაადრევად დატოვა. „რიეკა“ საპასუხო შეხვედრას ხორვატიაში 26 თებერვალს ჩაატარებს.
ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა მორჩილაძემ „რიეკაში“ გადასვლის შემდეგ ხორვატიის ჩემპიონატში 4 თამაში ჩაატარა და გოლი ან საგოლე პასი არ ჰქონია.
ლაშა თაბაგარი





