„დინამომ“ შეკრება მოგების გარეშე დაასრულა

0
29

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „ჟეტისუსთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებიდან ანგარიში 75-ე წუთზე ალექსიძემ თავური დარტყმით გახსნა, ხოლო ყაზახებმა საპასუხო ბურთი 76-ე წუთზე გაიტანეს.
„დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:  მაქაცარია, დიაკონიძე, შათირიშვილი, გომესი, სანტუში, შაშიაშვილი, წულაია, ადუაშვილი, მიქაუტაძე, დონკორი, დოლტმურზიევი.
სათადარიგოები: ჩოჩოშვილი, ლომიძე, ტკალია, ხუციშვილი, კაკაშვილი, დანელია, ალექსიძე.
„დინამომ“ შეკრებაზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
ლაშა თაბაგარი