ქოჩორაშვილი „პორტუსთან“ არ ათამაშეს

0
32

გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში სტუმრად „პორტუსთან“ არ ათამაშეს. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლისაბონელთა განაცხადშიც არ იყო.
მასპინძლები მატჩის 76-ე წუთზე სეკო ფოფანამ დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე „პორტუს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუის სუარესმა ვერ გაიტანა, მაგრამ კოლუმბიელმა ფორვარდმა მეკარის მოგერიებულ ბურთს თავად დაამატა და „სპორტინგს“ ქულა მოუტანა. მოქმედ ჩემპიონ ლისაბონელებს 52 ქულა აქვთ და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან – ლიდერ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩებიან.
„ფამალიკაომ“ შინ „ავეშს“ 3:1 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. „ფამალიკაო“ 32 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი