გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის „რასინგის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 25-ე ტურში სანტანდერელები შინ „მირანდეს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე მარტინმა გაუტანა. ორივე გუნდმა თამაში კაცნაკლულმა დაასრულა – სტუმრება ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ოუარიმ გაუძევეს, ხოლო მასპინძლებს იმავე მიზეზით 96-ე წუთზე არანა.
„რასინგი“ 47 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





