ქვილითაიას დებიუტი ლიგა 1-ში შედგა

0
9

გიორგი ქვილითაიას დებიუტი საფრანგეთის ლიგა 1-ში შედგა. „მეცი“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მიმდინარე კვირაში შეუერთდა, 21-ე ტურში შინ „ლილს“ უქულოდ გაეყარა.
ქვილითაიამ 90-ე წუთზე ეროვნულ გუნდში თავისი თანაგუნდელი გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი გარემარბი გიორგი აბუაშვილი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.
„მეცმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ სამი თამაში წაგების შემდეგ ქულა აიღო და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში 13 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი