ლევან თანდილაშვილი კარიერას ალბანეთის ჩემპიონ „ეგნატიაში“ განაგრძობს. 22 წლის მეკარემ ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თანდილაშვილმა პროფესიონალური კარიერა 2020 წელს „თელავში“ დაიწყო, ხოლო 2023 წელს იჯარით თბილისის „ლოკომოტივს“ მიაშურა. მან ბოლო ორი სეზონი „თელავში“ გაატარა. 2025 წელს თანდილაშვილმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 34 მატჩში კარი „მშრალად“ 8-ჯერ შეინახა. თანდილაშვილს საქართველოს 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





