ლუკა ლაცაბიძე სეზონს დანიაში დაასრულებს

0
21

ლუკა ლაცაბიძე კარიერას დანიის „ვეილაში“ განაგრძობს, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ტაბატაძე გამოდის. 21 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც კონტრაქტი დონეცკის „შახტართან“ აკავშირებს, „ვეილეში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ის ახალ გუნდში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ლაცაბიძემ გასული სეზონის პირველი ნახევარი ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა, ხოლო მეორე – თბილისის „დინამოში“.
„დანიაში მიმზიდველი შესაძლებლობა გამომიჩნდა, რომ „ვეილეში“ მეთამაშა და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი ცოდნა კლუბზე და დანიის ლიგაზე გიორგი ტაბატაძის გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობ. ეს კარგი ადგილია განვითარებისთვის.
დაცვაში კარგად ვთამაშობ დასწრებაზე. მოუთმენლად ველოდები ახალი თანაგუნდელების გაცნობას, რათა ადაპტაცია გავიარო და თავი გამოვავლინო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალ სეზონში გუნდმა ისევ სუპერლიგაში ითამაშოს“.
ლაშა თაბაგარი