ქეცბაია „ანორთოსისიდან“ დაითხოვეს

0
32

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელებმა თემურ ქეცბაია მთავარი მწვრრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ კვიპროსული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისს“ მესამედ სათავეში გასული წლის სექტემბერში ჩაუდგა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე, ის კვიპროსულ გუნდს 2004-2009 და 2019-2022 წლებში ავარჯიშებდა. მან „ანორთოსისს“კვიპროსის ჩემპიონატი და კვიპროსის თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული გუნდის ექსთავკაცის ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა, ხოლო თასზე – 2-ჯერ. ფამაგუსტელებმა 5 შეხვედრა მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ დამარცხდნენ. „ანორთოსისი“ 20 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი