ქვილითაია „მეცს“ შეუერთდა

0
15

გიორგი ქვილითაია კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის აუტსაიდერ „მეცში“ ითამაშებს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბები გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან.
32 წლის თავდამსხმელმა, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. იანვრის მიწურულს მან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი კვიპროსის ლიმასოლის „არისთან“ შეწყვიტა, სადაც 2024 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
32 წლის ქვილითაია კარიერის მანძილზე ასევე თბილისის „სასკოში“, უნგრეთის „დიორში“, გორის „დილაში“, თბილისის „დინამოში“, ავსტრიის „რაპიდში“, ბელგიის „გენტში“, კვიპროსის „ანორთოსისში“ და აპოელში გამოდიოდა.
ქვილითაია ჩვენს ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს და 38 მატჩში 6 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი