გოგლიჩიძე „უოტფორდში“ 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

0
31

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე საბა გოგლიჩიძის „უდინეზედან“ იჯარით აყვანა დაადასტურა. უოტფორდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გოგლიჩიძე გასული წლის ზაფხულში „ემპოლიმ“ 4 მილიონ ევროდ „უდინეზეში“ გაყიდა. 21 წლის გოგლიჩიძემ უდინელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. თუმცა, მან ახალ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიის სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე – 1. შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძემ კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო.
„უოტფორდში“ გოგლიჩიძე ჩვენი ეროვნული გუნდის შემტევ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს. ცნობისთვის, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა მიმდინარე კვირაში ესპანელი ხავი გრასია მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი