ნიკა მალი “დილაში” ითამაშებს

0
39

გორის “დილას” 27 წლის მცველი ნიკა მალი შეუერთდა. ამის შესახებ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოქმედი მფლობელის პრესსამსახური იუწყება:
“იბერიას” აღზრდილი ფლანგის მცველი “დილაში” გადმოსვლამდე უზბეკეთის “ბუნედკორში” ასპარეზობდა. მანამდე კი მშობლიური ,,იბერიას” გარდა თბილისის “დინამოს” და ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა.
ნიკა საქართველოს ორგზის ჩემპიონია – 2018 წელს “იბერიას”, ხოლო 2022 წელს თბილისის “დინამოს” მაისურით. იგი ასევე ორგზის საქართველოს თასის გამარჯვებულია, საქართველოს სუპერთასი კი ერთხელ აქვს მოპოვებული. ნიკა მალი იცავდა როგორც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას”.
ლაშა თაბაგარი