საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეს“ შემადგენლობაში დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა. იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში უდინელებმა სტუმრად „ვერონა“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. მან გასული წლის 14 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა – 3 მატჩი კუნთის ტრავმის მიზეზით გამოტოვა, ხოლო ორ შეხვედრაში მწვრთნელი არ ენდო. იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი შანსია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „უდინეზემ“ გაანათხოვროს გოგლიჩიძე, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ დაიმატა.
უშუალოდ „ვერონასთან“ შეხვედრას რაც შეეხება, უდინელებიდან 23-ე წუთზე ანგარიში ატამ გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე ორბანმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 58-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ძანოლიმ გამოიჩინა, რომელსაც 67-ე წუთზე მხარი კარგად დევისმა აუბა. „უდინეზე“ 29 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





