“დინამომ” “შტურმს” მოუგო და სადღობელაშვილი გაანათხოვრა

0
37

26 იანვარს, დინამოელებმა თბილისური მზადების ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გასულ წელს დაბრუნებულ “შტურმთან” ისპარიგეს. მატჩი რუსთავში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართა და ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში პირველ ტაიმში ზუსტი საჯარიმო დარტყმით ნიკა უგრეხელიძემ გახსნა, მეორე გოლი კი მეორე ტაიმში გავიდა. საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად ლაშა ხუციშვილმა “გაისროლა”.
კიდევ ერთ სპარინგს “დინამო” თურქეთში გამგზავრებამდე 2 თებერვალს, წყალტუბოს “სამგურალთან ჩაატარებს”. ჩვენი გუნდის ფლანგის მცველი გელა სადღობელაშვილი კი იჯარით ამ წელს “გაგრაში” გაატარებს.
“დინამო” – “შტურმი” 2:0 (1:0)
“დინამო”: ღაღვიშვილი, შაშიაშვილი, უგრეხელიძე, გვასალია, სანტუში, წულაია, იორო, დანელია, მონტეირუ, გ. ხარებაშვილი, სირაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჭელიძე, ცეცხლაძე, ლომიძე, ოდიკაძე, დიაკონიძე, ხუციშვილი, დონკორი, პატარკაციშვილი.
ლაშა თაბაგარი