თბილისის “დინამომ” ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე წელს პირველი ამხანაგური მატჩი 6-წლიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ გია ცეცაძის “რუსთავთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
“დინამო”: ღაღვიშვილი, დიაკონიძე, იაკობიძე, ლომიძე, სანტუში, შაშიაშვილი, იორო, მონტეირო, ცეცხლაძე, გ. ხარებაშვილი, სირაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: ჩოჩოშვილი, ჭელიძე, წულაია, ხუციშვილი, დონკორი, პატარკაციშვილი, დანელია, ოდიკაძე, მიქაუტაძე, დოლტმურზიევი.
რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ მატჩის სტარტზე მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო “დინამოდან” ანგარიში ირაკლი სირაძემ გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს რუსთაველები ისევ წინ გავიდნენ და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი





