დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი „კარარეზეში“ გადაიდო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი „კრემონეზემ“ კარარას კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში „კარარეზე“ შინ „ემპოლის“ შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ლორთქიფანიძე მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის 28-ე წუთზე მასპინძლები ილანესმა დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე „ემპოლიმ“ ძანონიმ დაამწუხრა. 76-ე წუთზე „კარარეზედან“ თავი აბიუსომ გამოიჩინა. „კარარეზეს“ 29 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





