სილაგაძე სათამაშოდ სლოვაკეთში წავიდა

0
14

ლუკა სილაგაძე, რომელსაც გასული წელი თბილისის „იბერიაში“ გაატარა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგაც მოიგო, კარიერას სლოვაკეთში განაგრძობს. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი სლოვაკეთის „პოდბრეზოვაში“ ჩაირიცხა, რომელიც 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. ეს ინფორმაცია „პოდბრეზოვას“ პრესსამსახურმა დაადასტურა.
სილაგაძემ გასულ სეზონში „იბერიას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. სილაგაძისთვის უცხოეთში თამაში ახალი არაა, რადგან ლატვიაში „ვალმიერაში“, „ლიეპაიაში“ და „რიგასში“ გამოდიოდა. მან 2022 წელს „ვალმიერაში“ ლატვიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო „რიგასთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და თასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი