თორნიკე მორჩილაძემ, რომელიც ხორვატიის მოქმედ ჩემპიონ „რიეკას“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, ახალ გუნდში პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა.
მე-17 ტურში „რიეკა“ სტუმრად „ისტრას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. თბილისის „დინამოს“ 24 წლის ექსნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი მორჩილაძე მცველმა წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც დანტაშმა გაიტანა. „რიეკა“ 27 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ცნობისთვის, მორჩილაძემ „რიეკასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი





