„ვილიარეალი“ სახლში დამარცხდა – მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა

0
13

„ვილიარეალი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლოსწინა ტურში სახლში ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.
პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, ხოლო 49-ე წუთზე „ვილიარეალი“ ოლუვასეიმ დააწინარურა. 61-ე წუთზე სტუმრებიდან საპასუხო ბურთი გლუხმა გაიტანა. 90-ე წუთზე „აიაქსიდან“ თავი ედვარდსენმა გამოიჩინა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„ვილიარეალს“ 1 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 35-ე ადგილზეა. მიქაუტაძის გუნდი ბოლო ტურში 28 იანვარს სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი