კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თავდამსხმელი ზვიად ნაჭყებია დაიმატა.
26 წლის ფეხბურთელი 2023-2024 წლების სეზონიდან ჩეხეთის „ზლინში“ გამოდიოდა, ხოლო მანამდე თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ და „შამტრედიაში“ თამაშობდა.
მან „ზლინის“ მაისურით ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში 48-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო ჩეხეთის თასზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





