ბათუმის „დინამო“ თურქეთშია და ამხანაგურებიც დაგეგმა

0
29

ბათუმის „დინამო“, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნის, შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. ბათუმელთა მოსამზადებელი ეტაპი ორ ნაწილადაა დაყოფილი. შეკრების პირველი ნაწილი 3 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო ოთხდღიანი დასვენების მერე, 7 თებერვალს მეორე ეტაპი დაიწყება.
„დინამო“ თურქეთში 7 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ამ ეტაპზე 5 მეტოქის ვინაობა ცნობილია, ხოლო კიდევ ორი მოწინააღმდეგე დაზუსტდება.
ბათუმელები 24 იანვარს ბოსნიის „სლოგა დობოის“ შეხვდებიან, 30 იანვარს – მაკედონიის „სილეკსს“,  3 თებერვალს – უკრაინის „ოლექსანდრიას“, 10 თებერვალს – უზბეკეთის ფერგანის „ნეფთჩის“, 16 თებერვალს – უზბეკეთის „სოგდიანას“.
ლაშა თაბაგარი