სანდრო მამუკელაშვილმა “ტორონტო რეპტორზის” შემადგენლობაში მიჯრით მეორე შეხვედრა ჩაატარა კალიფორნიის შტატში და თუკი ლოს ანჯელესში “ლეიკერსთან” დამარცხდა, სან ფრანსისკოში “გოლდენ სტეიტ უორიორზს” დამაჯერებლად სძლია 145:127.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნბა-ს მიმდინარე რეგულარულ პირველობაზე მესამედ მოახერხა ორმაგი დუბლის შესრულება – 26 წუთში მამუმ 14 ქულა, 12 მოხსნა (2 შეტევაში), 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება გააკეთა. მამუმ ოთხივე სამქულიანი ზუსტად გამოიყენა, 12 მოხსნით კი სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ “მეომართა” უპირველესმა ვარსკვლავმა სტეფ კარიმ “მხოლოდ” 16 ქულა (შვიდიდან ხუთი სამქულიანი ააცილა) გააკეთა.
“ტორონტო” 26 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა. კანადელები კალიფორნიაში დარჩებიან და 22 იანვარს შტატის დედაქალაქის საკრამენტოს “კინგზის” წინააღმდეგ ითამაშებენ.





